კალათა
მენიუ

ყველა

რა არის კვებითი აშლილობა?

კვებითი აშლილობა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური დაავადებაა

card

კვებითი აშლილობა ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ჭამასთან დაკავშირებული არაჯანსაღი ჩვევებით ხასიათდება. 

მიუხედავად იმისა, რომ "კვება" სახელშივეა, კვებითი აშლილობა იმდენად საკვებს არ უკავშირდება, რამდენადაც — კონტროლის სურვილს ან რეაქციას ადამიანებსა თუ გარემოებებზე. კვებითი აშლილობა სამედიცინო ექსპერტებისა თუ ფსიქოლოგების დროულ ჩარევას საჭიროებს. იგნორირების შემთხვევაში ის შეიძლება ფატალური შედეგითაც კი დასრულდეს. 

"კვებითი დარღვევა ტვინის დარღვევაა, რადგან ტვინს შესაბამისი ნივთიერებების გარეშე ფუნქციონირება არ შეუძლია. როცა სადავეები კვებითი აშლილობის ხელშია, ადამიანი საკვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვეღარ იღებს", — ხსნის ექიმი კემპბელი, რომელიც ამ სფეროს სპეციალისტია, — "ჩვენ უნდა გამოვკვებოთ ტვინი, რათა მან კვებით აშლილობასთან ბრძოლა შეძლოს". 

კვებით აშლილობებს მრავალი სიმპტომი აქვს. მათგან ყველაზე გავრცელებულია: საკვების მკაცრი შეზღუდვა, Binge Eating (გაუაზრებელი ჭამა მუცლის ტკივილამდე), ზედმეტი ვარჯიში ან გულის არევა. 

მიუხედავად იმისა, რომ კვებითი აშლილობა შეიძლება ნებისმიერი ასაკისა თუ სქესის ადამიანს დაემართოს, ის ყველაზე ხშირი თინეიჯერებსა და ახალგაზრდა ქალებშია. 20 წლამდე ადამიანების 13%-ს ერთი კვებითი აშლილობა მაინც გამოუცდია.

საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ რომ კვებითი აშლილობა მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელიც საკვებზე ან სხეულის ფორმაზე ობსესიით ხასიათდება. ის ყველას შეიძლება დაემართოს, თუმცა განსაკუთრებით ხშირი ახალგაზრდა ქალებშია.

ბისიეიში შეგიძლიათ ჩაეწეროთ კონსულტაციაზე კვებით ქცევის სპეციალისტებთან, თამარ ბასიაშვილთან ან გიორგი ჭანტურიასთან

 

ასევე იხილეთ
card

ყველა

ჰოლოტროპული სუნთქვა

რა არის ჰოლოტროპული სუნთქვა ?

card

ყველა

რა არის კვებითი აშლილობა?

კვებითი აშლილობა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური დაავადებაა

card

ყველა

'