× მთავარი ჩვენ შესახებ სიახლეები შედეგები დაგვიკავშირდით
ENG

წონის კლება

წონის კლება

ბისიეიში წონის კლება ჯანსაღი და კომფორტული მეთოდით მიმდინარეობს. ჩვენთან ისწავლით როგორ მიირთვათ ყველა პროდუქტი ისე რომ წონა დაიკლოთ და რაც მთავარია შედეგი მუდმივად შეინარჩუნოთ.

წონის კლების კურსი მოიცავს 3 და 6 თვიან მომსახურებას, შედეგის მაქსიმალური ეფექტისთვის, პროცესში მთელი გუნდი მუშაობს თითოეულ ადამიანზე. 

კურსს ხელმძღვანელობს წონის კლების მენტორი და ჩართულები არიან: ნუტრიციოლოგი, ფსიქოლოგი, კვებითი ქცევის სპეციალისტი და მასაჟისტი. 

თავდაპირველად წონის კლების მენტორი, ინდივიდუალური მონაცემების საფუძველზე, ადგენს ქეისს, სადაც გათვალისწინებულია: როგორი გამოცდილება გაქვთ, რა პროდუქტებს ანიჭებთ უპირატესობას, დღის რომელ მონაკვეთში იკვებებით უფრო მეტად და სხვა. 

მეორე ეტაპზე, ნუტრიციოლოგი, აწვდის ინფორმაციას სასარგებლო პროდუქტების შესახებ, მათ სწორ შეხამებასა და გადანაწილებაზე, სიჯანსაღის მაჩვენებელზე. შემდეგ, ფსიქოთერაპევტი/კვებითი ქცევის სპეციალისტი საკვებზე ემოციურ დამოკიდებულებას იკვლევს, გვასწავლის რით განვასხვაოთ მადა და შიმშილი ერთმანეთისგან და როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ მდგომარეობას ისე, რომ არ მივიღოთ დამატებით საკვები. ყოველდღიური ურთიერთობა კი წონის კლების მენტორთან გრძელდება კურსის დასრულებამდე. მენტორი გეხმარებათ რაციონის შედგენაში და ემოციური მხარდამჭერია პროცესში. ბოლოს ერთვება მასაჟისტი, რომელიც სხეულის სასურველი ფორმების მიღებაში გეხმარებათ, პრესოთერაპიისა და ანტიცელულიტური მასაჟის დახმარებით. 

კურსის დასრულებისას, გადიხართ შენარჩუნების ეტაპს, რათა მომავალში არ მოიმატოთ, აკონტროლოთ და შეინარჩუნოთ დაკლებული კილოგრამები