ჩვენს შესახებ

BCA გთავაზობთ საქართველოში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებული ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევას.
მიზანი
ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ბიზნეს გარემო, მეტად მოქნილი და ხელმისაწვდომი გავხადოთ ბაზარზე არსებული ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის. ხელი შევუწყოთ საქართველოს მოქალაქეებს, ემიგრანტებს, უცხოელ ფიზიკურ პირებსა თუ პოტენციურ ინვესტორებს მიიღონ რენტაბელური გადაწყვეტილებები საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირებისას და ამით დავეხმაროთ მათი შემოსავლების სწორად დაბანდებაში.
ღირებულებები
კლიენტი - კმაყოფილი კლიენტი ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება პოზიტიური შედეგის მომტანია როგორც კლიენტისთვის, ისე ჩვენი კომპანიისთვის.
კეთილსინდისიერება - იმისთვის, რომ კლიენტი გვენდოს, პროფესიონალიზმთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია კეთილსინდისირების მაღალი ხარისხის დაცვა სამუშაო პროცესში და დასრულების შემდეგ.
სოციალური პასუხისმგებლობა - ჩვენი კომერციული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია ზრუნვა საკუთარ სამუშაო, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე.